Avsnitt

  • სიტუაცია ტექნოლოგიების სივრცეში სწრაფად იცვლება. გლობალურმა ეკონომიკურმა ფონმა ერთი წლის წინ მდუღარე სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე დააყენე. წამყვანი გლობალური კომპანიები შემცირებებს მიმართავენ და სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერ-ჯერობით არ ჩანს.
    ამავდროულად მნიშვნელოვანი გარღვევა გვაქვს ხელოვნური ინტელექტის მხრივ. ფართე ენობრივ მოდელები უკვე ბევრი სხვა საჭირო ფუნქციასთან ერთად, წარმატებით აგენერერიბენ კოდს.
    ამ ყველაფერზე სასაუბროდ, გამოცდილი სტუმარი მოვიწვიეთ. გოგა ჩოგოვაძე ხელოვნური ინტელექტისა და ღრმა სწავლების ენთუზიასტია. კარიერის განმავლობაში ეკავა დირექტორის პოზიცია Uber(Careem)-ში. სხვადასხვა დროს უმუშვია კომპანიებში: Microsoft, Cisco, VMWare, Oracle/Siebel… არის ენტერპრენერი და ინვესტორი.
    გოგა ასევე გვესაუბრა დუბაის სტარტაპ ეკოსისტემაზე და დისტრიბუციული გუნდების მართვაზე.

  • არსებობენ დისტრიბუციული სისტემები, რომლის მოვალეობაც არის მთელი დედამიწის დატვირთვას გაუძლონ. ასეთი პროდუქტების მომხმარებელი თითეული ჩვენგანი ვართ. მათ გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია უამრავი ბიზნესი თუ კერძო პირი. სწორედ ასეთ სისტემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ დავით რაჭველიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა Google Cloud Storage და Google Search ინფრასტრუქტურაზე, ხოლო ახლა თვითმავალი მანქანების კომპანია, Waymo-ს, სიმულაციის ინფრასტრუქტურას ანვითარებს.

  • Saknas det avsnitt?

    Klicka här för att uppdatera flödet manuellt.

  • თუ თამაშების შექმნა გაინტერესებს, ეს საუბარი თქვენთვის იყო. ეს სფერო, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების თანაკვეთაში სწრაფად ვითარდება, ძირითადად მოწყვეტილია სხვა ტექნოლოგიური სიახლეებისგან და თუ თვალს ადევნებ, მარტივია ჩამორჩე თანამედროვე ტრენდებს. ზურაბ აბელაშვილი ცოტა ხნის წინ გადავიდა Ubisoft-დან Rockstar Games-ში და თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს.

  • რუსეთის აგრესიამ უკრაინაში გააღვიძა ინტერესი სამხედრო ტექნოლოგიების მიმართ. თუ აქამდე ეს ვიწრო წრის ყურადღებას იპყრობდა, ახლა უკვე დაინტერესება ყველა მხრიდან იგრძნობა, რაც ბევრ ქვეყანაში გაზრდილ დაფინანსებაში გამოიხატება. მაშინ როცა სამომხმარებლო ტექნიკაში კარგად ვერკვევით, საინტერესოა განვითარების რა ეტაპზეა საბრძოლო ტექნიკა. ჩვენი სტუმარი იყო უჩა აბაშიძე, რომელიც გარდა იმისა რომ ფიზიკოსი და დეველოპერია, ასევე მრავალწლიანი ცოდნა აქვს სამხედრო საქმეში. ომის დაწყებიდან უჩა მუდმივად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს და იშვიათ სანდო წყაროდ იქცა. ვისაუბრეთ დრონებზე, სტარტაპებზე, ჰიპერსონიკ თვითმფრინავებზე, სტარლინკზე და ელექტრონული ბრძოლის საშუალებებზე. საკმაოდ ვრცელი საუბარი გამოვიდა, რის დროსაც ბევრ საინტერესო საკითხს შევეხეთ.

  • ქართულმა სტარტაპმა თენეომ პრესტიჟული WebSummit-ის Pitch შეჯიბრში გაიმარჯვა. ჩვენი სტუმარი იყო სტარტაპის დამფუძნებელი და CEO - ანუკი რობაქიძე. Theneo WebSummit-მდე ყველაზე ცნობილ აქსელერატორ YCombinator-ში იყო ჩართული და ცხადია გვერდი ამასაც ვერ ავუარეთ. ვისაუბრებთ: Theneo-ს წარსულსა და მომავალზე, ტექნიკური დოკუმენტაციისადმი Theneo-ს მიდგომაზე, YCombinator-ის გამოცდილებაზე და ინვესტორებთან ურთიერთობაზე.

  • თუ სკოლას ამთავრებ და კარიერის გაგრძელება ტექნოლოგიების სფეროში გსურს, განათლების მისაღებად საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვს, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ.

    ჩვენი სტუმარი იყო ნანა დიხამინჯია, აკრედიტაციის ექსპერტი საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ნანას მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს და კოსოვოს უნივერსიტეტების ბევრი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებაში ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.
    ვისაუბრეთ:
    - რამდენად საჭიროა უმაღლესი განათლება კარიერის ტექნოლოგიებში გასაგრძელებლად?
    - როგორი ტექნოლოგიური განათლების მიღება შეიძლება საქართველოში?
    - რა სიტუაციაა სხვადასხვა უნივერსიტეტში? განვიხილეთ რამდენიმე პოპულარული სასწავლებელი.
    - რა შეიძლება შეიცვალოს, რომ უნივერსიტეტებმა უკეთ მომზადებული კადრები მიაწოდონ დასაქმების ბაზარს?
    - როგორ მიიზიდონ უნივერსიტეტებმა გამოცდილი კადრები ლექტორებად?

  • ლევან კოხრეიძეს, Principal Engineer კომპანია Wise-დან (ყოფილი TransferWise), ვესაუბრეთ Apache Kafka-ზე.
    ლევანს აკავშირებს მრავალწლიანი გამოცდილება Apache Kafka-სთან და არის open-source პროექტის აქტიური კონტრიბუტორი. გავარკვიეთ როგორ მუშაობს Apache Kafka, როდის უნდა გამოვიყენოთ, როგორ ხდება მონიტორინგი და სკალირება. ასევე ვესაუბრეთ ტექნიკურ განათლებაზე ესტონეთში.

  • შევიხედეთ ტვილიოში და გავარკვიეთ როგორ ფუნქციონირებს კომპანია შიგნიდან. დავითი 3 წელია უკვე ტვილიოს ესტონეთში ოფისში მუშაობს და ამჟამად ტექ ლიდის პოზიციას იკავებს. მან კონკრეტულ მაგალითზე აგვიხსნა როგორ ხდება ახალი დისტრიბუციული სისტემების შემუშავება და დანერგვა. ასევე ვისაუბრეთ ესტონეთზე როგორც ინოვაციური ქვეყნის მოდელზე საქართველოსთვის.

  • დღესდღეობით, ბლოკჩეინ სისტემების მთავარი უარყოფითი მხარე ტრადიციულ მონაცემთან ბაზებთან შედარებით ნელი ტრანზქციების შესრულება და მაღალი ფასია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს ჩვენი სტუმარი, რატი გელაშვილი. რატი ერთ-ერთია იმ ჯგუფიდან, რომელიც ნოვიში (მეტა, ყოფილი ფეისბუქი) მუშაობდა დიემ ბლოკჩეინ პროექტზე და ახლა ამ ტექნოლოგიებზე მუშაობას სტარტაპში აგრძელებს. Მათი მიზანია თანამედროვე, სწრაფი და უსაფრთხო ბლოკჩეინის დანერგვა.

  • უწყვეტი ინფორმაციის ნაკადის სწრაფი დამუშავება უფრო და უფრო აქტუალური ხდება. კომპიუტერულ თამაშებში, ინდუსტრიულ აპლიკაციებში, მონიტორინგის სისტემებში ან სულაც ჩველებრივ ვებ აპლიკაციებში უკვე ხშირად შეხვდებით სტრიმინგის არქიტექტურას. გიორგი მამალაძესთან ერთად განვიხილეთ არქიტექტურული პატერნები- Event Sourcing და CQRS და ტექნოლოგიები - Apache Kafka და Apache Flink. შეგიძლიათ მოუსმინოთ YouTube-ზე: https://youtu.be/eE4ypoxSNA8

  • იურიდიული ფირმა MKD-ის პარტნიორს, სანდრო სამადბეგიშვილს, ვესაუბრეთ შრომის სამართალაზე საქართველოში. გავარკვიეთ რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი შრომითი ხელშეკრულებით ან ფრილანსერად დასაქმებულად. სანდრომ აგვიხსნა რეგულაციები გამოსაცდელი ვადის, კონკურენციის აკრძალვის, ოვერთაიმ მუშაობის და "გარდენ ლივის" გარშემო.
    ვრცლად განვიხილეთ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევს დამსაქმებელს თანამშრომლის სამსახურიდან გასაშვებად.

  • სტუმრები: შოთა ღვინეფაძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული დეკანი, აკაკი მამაგეიშვილი - უფროსი მკვლევარი ETH Zürich-ში.

    ავღწერეთ გზა დისტრიბუციულიდან დეცენტრალიზებულ სისტემებამდე. რა არის და როგორ გაჩნდა Proof of Work-ის საჭიროება. როგორ ხდება ქსელის გაყოფასთან გამკლავება. არსებული ბლოკჩეინ გადაწყვეტების გამოყენება და ტექნიკური მახასიათებლები. ვისაუბრეთ სმარტ კონტრაქტებზე და გამოყენების მაგალითებზე.
    განვიხილეთ რამდენად რეალურად დეცენტრალიზებულია პოპულარული ბლოკჩეინები და რამდენად არიან შემმუშავებლების გავლენის ქვეშ.

  • თუ დეველოპერების მართვა გაინტერესებთ, ეს პოდკასტი თქვენთვის არის.

    🔥 ჩვენი სტუმარია, გუგლის ტექ ლიდი და ინჟინრების მენეჯერი, გია დათუაშვილი. გია უკვე 25 წელზე მეტია სილიკონ ველზე მოღვაწეობს. მუშაობდა Siebel System-ში (ამჟამად ორაკლის ნაწილია) და ბოლო 16 წელია გუგლის თანამშრომელია.
    განვიხილავთ:

    ⚡️ როგორია ერთი სამუშაო დღე ინჟინერების მენეჯერის ცხოვრებაში?
    ⚡️ როგორ ახერხებენ სასურველი შედეგების მიღებას დეველოპერებისგან მსოფლიოს წამყვან ტექ კომპანიებში?
    ⚡️ რა გზა უნდა გაიაროს ინჟინერმა სანამ მენეჯერი გახდება?
    ⚡️ როგორ ხდება ინჟინრების ნამუშევრის შეფასება?
    ⚡️ რა გავლენა იქონია პანდემიამ მენეჯერების სამუშაოზე?

    ამ და სხვა საინტერესო თემებს, ამ ეპიზოდში მოუსმენთ.

  • სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ დევოპსზე და კონკრეტულად დევოპსზე საქართველოში. განვიხილეთ როგორ უწევთ კომპანიებს ტრანსფორმაცია დევოპსის პრინციპების დასანერგად და რა სარგებელს პოულობენ ამაში. შევეხეთ განათლებას და ქართულ დევოპს ღონისძიებებს.

    სტუმრები: ერეკლე მაღრაძე (DevOps Georgia-ს თანადამფუძნებელი) და ნინო გვაზავა (CEO, HT Solutions).

  • სინგულარი Flutter Entertainment-მა შეიძინა რაც ქართულ სტარტ-აპ ეკოსისტემაში ერთ-ერთი უდიდესი გარიგებაა. კომპანიის CEO, გიორგი შამუგია, მოგვიყვა როგორ მიმდინარეობდა შეთანხმების პროცესი და რა ელის სინგულარს ახალი მფლობელის ხელში. ასევე შევეხეთ ამ ყველაფრის გავლენას ქართულ სტარტ-აპ გარემოზე და განვიხილეთ ზოგადი პრობლემები.

  • საუბარი Zalando-ს Apps Engineering-ის უფროს, ვალენტინ გოგიჩაშვილთან. ვისაუბრეთ მის განვლილ კარიერაზე თბილისიდან გერმანიამდე. ვალენტინი Postgres-ს ექპერტია, განვიხილეთ ეს მონაცემთა ბაზა და მისი გამოყენება Zalando-ში. როგორც გამოცდილმა ინჟინრების მენეჯერმა, მოგვცა საინტერესო რჩევები.

  • 0:00 - ზვიადის შესახებ

    1:59 - როგორ დაიწყო ზვიადმა პროგრამირება? წარმატება ოლიმპიადებზე.

    11:56 - რა სარგებლობა მოაქვს პროგრამირების ოლიმპიადებს?

    14:19 - MIT-ში სასწავლებლად წასვლა.

    17:39 - ქართული განათლებით MIT-ში სწავლა.

    25:43 - როგორ მოხვდა ზვიადი Dropbox-ში Microsoft-ისა და Google-ის ნაცვლად?

    33:24 - როგორი კომპანია იყო Dropbox ადრეულ ეტაპზე?

    42:56 - როგორი იყო ადრეული ინფრასტრუქტურა Dropbox-ში?

    50:34 - როგორ მოახერხა Dropbox-მა ბაზარზე დამკვიდრება?

    1:02:51 - რატომ ვერ გახდა Dropbox ტექ-გიგანტი?

    1:09:31 - რა შანსები ვერ გამოიყენა Dropbox-მა?

    1:14:26 - ზვიადის გამოცდილება AWS-ზე.

    1:20:52 - Dropbox-ის მიგრაცია AWS-დან.

    1:25:55 - What if Zviad goes on a vacation? ანუ კატასტროფა Dropbox-ში.

    1:39:43 - Edgestore

  • საუბარი მიხელი კაპანაძესთან (ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი). მიხეილმა მოგვიყვა ღია ბანკინგის ტექნიკური დეტალები. განვიხილეთ ვის რა სარგებელს მოუტანს მომავალში.

  • დავით მანაგაძე, კალიფორნიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, მოგვიყვა ბიოინფორმატიკის შესახებ. აგვიხსნა რა არის RNA, mRNA და როგორ მუშაობენ თანამედროვე ვაქცინები.