Avsnitt

  • ქართული დოკუმენტური კინო თავის გზებს ეძებს ფართო მაყურებლამდე მისასვლელად. 2023 წლის ნოემბრიდან დოკუმენტური კინო ასოციაცია თბილისში კინოთეატრ "ამირანში" თემატურ კინო ჩვენებებს აწყობს. https://www.doca.ge/filmclub კინო-კლუბის პროექტის ფარგლებში პროგრამის კურატორები დოკუმენტური ფილმების თემატურ რეპერტუარს ადგნენ და აუდიტორიას სთავაზობენ. ჩვენებებზე დასწრებისთვის ბილეთების შეძენაა საჭირო, როგორც წესი დარბაზი ყოველთვის სავსეა. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია იმართება, რომელსაც კურატორი უძღვება ან მოწვეული სტუმარი. 2024 წლის მარტიდან ივნისამდე მორიგი ჩვენებების სერია იმართება, რომლის პროგრამის კურატორია კინოდოკუმენტალისტი ანა ძიაპშიპა. შინაარსი:00:00 შესავალი00:11 თემისა და სტუმრის წარდგენა01:24 ზოგადად პროექტის შესახებ02:48 კინოკლუბის ძირითადი ფოკუსი05:08 რა აუდიტორია დადის ჩვენებებზე?09:49 დავიწყებული ძველი ქართული დოკუმენტალისტიკა 14:49 დღევანდელი დოკუმენტალისტიკა15:28 სამეცნიერო-პოპულარული ფილმები18:38 დოკას საგანათმლებლო პროგრამების შესახებ19:09 რატომ არ გამოცხადდა კინოცენტრის მიერ დოკუმენტური კინოს კონკურსი?22:00 დაიწია თუ არა საერთო კულტურულმა დონემ?00:02 დოკუმენტალისტების ბოიკოტი და უახლოესი გეგმები01:50 მომავალი ფილმის შესახებ02:32 სად შეიძლება დოკუმენტური ფილმის "ავტოპორტრეტი ზღვარზე" ნახვა?03:30 ანონსი04:21 შეჯამება

  • ისტორიული ფილმები პროპაგანდაა თუ წარსულის გააზრება, ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. საზოგადოებას საკუთარი ისტორიისა და წარსულის შემეცნებისა და გააზრების სურვილი ყველა ეპოქაში ჰქონდა, რამდენად პასუხობს ამ მოთხოვნებს დღევანდელი ფილმწარმოება და როგორ ისტორიულ ფილმებს ელოდებიან ისტორიკოსები შინაარსი:00:00 - შესავალი 02:37 - უნდა ასახავდეს თუ არა ფილმი ისტორიულ სინამდვილეს? 07:36 - ვინ და როგორ უნდა განისაზღვროს ისტორიული ფილმის წარმოების მიზნები? 10:41 - გიორგი სააკაძე - ფილმი და რეალური ისტორიული პერსონაჟი 14:16 - ჰქონდა თუ არა ძველ ამერიკულ ისტორიულ ფილმებს იდეოლოგიური დატვირთვა? 16:03 - რამდენად მნიშვნელოვანია და საჭირო დღეს ისტორიული ფილმების გადაღება? 17:30 - ჩვენი საზოგადოების ისტორიასთან დამოკიდებულების თავისებურებანი 18:39 - სამი გამოგონილი ისტორიული ამბავი 21:26 - "პირველი მერცხალი", როგორც ისტორიული ფილმი 22:05 - ისტორიული ფილმების გადაღების რამდენიმე პრობლემა 24:51 - განაპირობებს თუ არა ქვეყნის სიძლიერე ისტორიული ფილმების სიმრავლეს? 26:58 - ფილმი დავით აღმაშენებლის შესახებ და გადაღების სირთულეები 32:32 - უარყოფითი ისტორიული პერსონაჟები კინოში 38:01 - სტალინზე შესაძლო სერიალის გადაღების შესახებ 40:10 - რის შესახებ და როგორი უნდა იყოს ახალი ისტორიული ფილმი? 43:09 - შეჯამება

  • Saknas det avsnitt?

    Klicka här för att uppdatera flödet manuellt.

  • ბერლინში, პოტსდამზე, კინოპროდიუსერ თიკო ნადირაშვილს შევხვდით. თიკო სერიალების წარმოებაზე, ბერლინალეს ტალანტ კამპუსზე, ფესტივალის საკონკურსო ფილმებსა და ქალაქზე გვიყვება. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. 15-25 თებერვალი, 2024 წ.

  • ირინა გელაშვილი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „მწარე შაქარის“ პროდიუსერია, რეჟოსორ ანა ბარჯაძესთან ერთად ბერლინში ევროპული კინო მარკეტზე კოპროდისერებს ხვდება და ბაზრობის მუშაობის სპეციფიკას გვაცნობს.

    ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. 15-25 თებერვალი, 2024 წ.

  • 2024 წლის თებერვალს ქ. ბერლინში, "ბერლინალეს" ფორუმის სექციაში ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმის "დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" ჩვენებები გაიმართა.ფილმის ავტორსა და რეჟისორს ლანა ღოღობერიძეს ევროპული პრემიერის შემდეგ ესაუბრა ლევან შუბაშვილი.

  • 2024 წელს ბერლინის ევროპულ კინო ბაზრობაზე საქართველოს ორი სტენდი ექნება ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს კინო ინსტიტუტის.რისთვის შეიქმნა საქართველოს კინო ინსტიტუტი, რა გეგმები აქვს და რას წარადგენს ბერლინში, ჩვენი სტუმარია კინო ინსტიტუტის პრეზიდენტი, კინორეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი. შინაარსი00:00 - მისალმება00:25 - სტუმრის წარდგენა00:44 - რა არის საქართველოს კინო ინსტიტუტი?03:34 - იქნება თუ არა კინო ინსტიტუტი ალტერნატიული დამფინანსებელი?09:08 - სტენდი ბერლინალეზე11:39 - საპროტესტო კინო მოძრაობის შესახებ12:50 - როგორ მოხდა ბერლინალეს სტენდის დაფინანსება?15:40 - რატომ პასიურობს უფროსი თაობა?18:22 - ახალი პროექტების შესახებ20:27 - შეჯამება

  • რა ტენდენციებია მსოფლიო ანიმაციაში, სად და რა ეტაპზეა ქართული ანიმაცია, სირთულეები და გამოწვევები. ჩვენი სტუმარია სტუდია "ანიმატორის" თანადამფუძნებელი, რეჟისორი და ანიმატორი ნათია ნიკოლაშვილიშინაარსი:00:00 - ქუდი00:22 - წარდგენა01:33 - ანიმაციის თანამედროვე ტენდენციები04:30 - რა ღირს ანიმაციის წარმოება06:33 - ანიმაცია როგორც ბიზნესი10:26 - ანიმაციური პროექტი “სოხუმი”11:57 - შემოქმედებითი პროექტების კომერციული პოტენციალი12:33 - სარეკლამო ქართული ანიმაციური რგოლები14:57 - ანიმაცია კინოში, საბავშვო ანიმაციური პროექტები18:18 - სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “იგი”21:09 - კონკურსების მოლოდინში22:17 - შეჯამება

  • 2023 წელს მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ქართულ კინო სფეროში, ტენდენციები რომელიც გასულ წელს გაჩნდა მომავალ წლებზეც იქონიებს გავლენას. წლის შეჯამება პოდკასტში "დირექცია"

    შინაარსი:- შესავალი- სახელმწიფო და კინო- აფხაზეთის თემა კინოში- ქართული დოკუმენტური ფილმები- ოსკარზე გასაგზავნი ფილმები- ონლაინ პლატფორმები- სერიალები და კომერცია- ოთარ იოსელიანის სამახსოვროდ- შეჯამება

  • ზაფხული კინო სფეროსთვის დაძაბული გამოდგა, კინოცენტრის ხელმძღვანელობის შეცვლამ და რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დათხოვნამ კინემატოგრაფისტების დიდ ჯგუფში საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია. ხოლო 2023 აგვისტოდან 500-მდე კინემატოგრაფისტი ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა და ყველანაირ თანამშრომლობაზე უარი თქვა კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრთან, ჩვენი სტუმარია ამ მოძრაობის წარმომადგენელი კინორეჟისორი სანდრო კობერიძე.00:00 შესავალი03:13 სტუმრის წარდგენა03:34 სამთვიანი პროტესტის ზოგადი შეფასება09:12 რა არის ოპტომიზმის საფუძველი?12:05 რა გულისხმობს ბოიკოტი?17:09 ბოიკოტი და არა დაუმორჩილებლობა19:54 როგორ აისახება ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებზე ბოიკოტი?23:39 ხომ არ აპირებს საპროტესტო მოძრაობა პაუზის აღებას?26:50 სადამდე გაგრძელდება ბოიკოტი?27:57 რა მიზნის მიღწევა უნდა სამინისტროს ამ პოლიტიკით?31:10 არის თუ არა შავი სიები?32:57 რა არის ძირითადი მესიჯი რითიც მიმართავთ საზოგადოებას?34:10 რა ინიციატივები დაბადა საპროტესტო მოძრაობა?35:15 ხომ არ გარდაისახა საპროტესტო მოძრაობა პროფკავშირებში?37:33 როგორ იმუშავებს პროფკავშირები?41:02 შეჯამება

  • რეჟისორ ლუკა ბერაძე დოკუმენტური ფილმის – „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრმა 2019 წელს დააფინანსა, პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის ავტორები ფესტივალზე კრიტიკულად გამოვიდნენ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე.

    პრემიერის შესახებ კინოცენტრის გვერდზე არაფერი არ გამოქვეყნებულა, გარდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ინფორმაციისა, სადაც აღნიშნულია, რომ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია წარდგენილი.

    გაურკვევლობისა და უხერხულობის შემდეგ, მოგვიანებით, კინოცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაციები წარდგენილი ქართული ფილმების შესახებ.

    რეჟისორი გვესაუბრება მისი ფილმისა და ზოგადად ქართულ კინოში მიმდინარე მოვლენებზე.

    დოკუმენტური ფილმი ქართულ-გერმანული კოპროდუქციაა.

    ქართველი მაყურებლისთვის პრემიერა 2023წელს არის დაგეგმილი.

    შინაარსი:

    00:00 - შესავალი

    01:39 - წარდგენა

    02:58 - რა მოხდა კარლოვი ვარში?

    04:57 - რეაქცია ავტორების მხრიდან კრიტიკულ გამოსვლაზე

    06:30 - ჯდება თუ არა ფილმი რაიმე კონიენქტურაში?

    08:01 - ზოგადად ფილმის შესახებ

    10:42 - როგორ მიიღო უცხოელმა საფესტივალო მაყურებელმა ფილმი?

    11:52 - ხომ არ დაუბრუნდება კინო ეზოპეს ენას?

    13:32 - რა იყო ფილმის თავდაპირველი ჩანაფიქრი?

    15:14 - შესაძლებელია თუ არა ცენზურა დღეს?

    19:12 - საბოლოო ჯამში მაინც რა იყო პოსტში არ ხსენების მიზეზი?

    19:44 - ხომ არ გაუკეთეს ფილმს უნებლიე რეკლამა?

    21:09 - ხომ არ იყო ეს გაფრთხილება სხვებისთვისაც?

    22:13 - როდის შეიძლება ქართველმა მაყურებელმა ნახოს ფილმი?

    23:12 - როგორ განვითარდება მოვლენები კინოცენტრის გარშემო?

    23:58 - შეჯამება

  • თანამშრომელთა “ამბოხი” სტუმრები კინოცენტრის თანამშრომელი ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და კოტე ჩლაიძეკინოცენტრში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ყველაფერი წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორად თავის პირველი მოადგილე დანიშნა, რომელიც ერთის მხრივ აკონტროლებდა კონკურსების მიმდინარეობას და მეორეს მხრივ აქტიურად არ მონაწილეობდა სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში, სამწუხაროდ, ის მხოლოდ თანამშრომლების ნაწილსა და კინემატოგრაფისტების მცირე ჯგუფს ხვდებოდა. ამან გამოიწვია დაბნეულობა და გაურკვევლობის განცდა, როგორც თანამშრომლებში, ასევე დარგის აქტიურ მონაწილეებში.ერთ-ერთი კონკურსის კომისიის გამოცვლამ და არაპროფილური კონკურსის ჩატარებამ კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. ნაწილი თანამშრომელების მიერ უკმაყოფილების გამოხატვამ, რეორგანიზაციის პროცესი გამოიწვია კინოცენტრში და მოვლენები დააჩქარა, ბევრისთვის წუხილი და საშიშროება იმისა, რომ კინოცენტრს დამოუკიდებლობა დაეკარგა უფრო მძაფრი გახდა. გაჩნდა ორი ძირითადი მოთხოვნა 1. შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი და 2. კინოცენტრის დირექტორი შეირჩეს დემოკრატიული და გამჭირვალე კონკურსის საფუძველზე.დღევანდელი მოცემულობით კულტურის მინისტრი შევხვდა კინემატოგრაფისტების ერთ ჯგუფს, მაგრამ არ შეხვედრია არც "მეამბოხე" თანამშრომლებს და არც მათ მხარდამჭერ კინემატოგრაფისტებს, ამასთან გრძელდება სამინისტროსთან პროტესტი ორი მოთხოვნებით.დღეს ჩვენი სტუმრები არიან კინოცენტრის "მეამბოხე" თანამშრომლები: დირექტორის ყოფილი მოადგილე ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და ჩვენი პოდკასტის თანაწამყვანი კოტე ჩლაიძე. 00:00 - მისალმება01:40 - ელოდებოდით თუ არა მოვლენების ასეთ განვითარებას?09:32 - რა ვითარება იყო კინოცენტრში და რა ფუნციები დაკარგა ორგანიზაციამ?13:32 - პროტესტი ხომ არ გამოხატავს მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს?16:39 - რა შედეგები მოჰყვა მინისტრთან შეხვედრას?18:59 - რატომ არ მიმართავთ ფართო საზოგადოებას?21:59 - ვინ უნდა მართავდეს კინოცენტრს?22:59 - რა მოთხოვნები აქვთ პროტესტანტებს და რა პროცედურული საკითხები დგას მათ წინაშე28:39 - როგორ შეიძლება განვიტარდეს მოვლენები?32:36 - რა შედეგები მოიტანა პროტესტმა?33:59 - შეჯამება

  • საქართველოს ეროვნული კინოცენტრის შექმნის იდეა გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა, ამ პროცესს ელდარ შენგელაია ედგა სათავეში, რომელმაც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები შემოიკრიბა და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა ეს იდეა 2001 წელს წარმატებით განხორციელდა.რა ვითარებაში და რა პერიპეტიები გადახდა ამ იდეის ინიციატორებს მოგვითხრობს ამ პროცესების უშუალო მონაწილე რეჟისორი და პროდიუსერი ლევან კიტია. ასევე, 22 წლის შემდეგ გაამართლა თუ არა ეროვნული კინოცენტრმა ის მოლოდინები, რაც იდეის ავტორებმა ჩადეს?00:00 მისალამება01:48 რა ვითარებაში შეიქმნა კინოცენტრი?04:03 ვინ იდგა კინოცენტრის შექმნის სათავეში და რა იყო მთავარი იდეა?06:55 რა ქვეყნის მოდელი შეირჩა კინოცენტრისთვის?08:11 ფრანგული მოდელის თავისებურებანი10:35 რა წინააღდეგობები შეხვდა კინოცენტრის შექმნის იდეას?13:01 კინოცენტრის შექმნა და მისი პირველი დირექტორები13:42 რომელი ქვეყნის ანალოგია ჩვენი კანონი კინოს შესახებ? 14:14 რა არის კინოცენტრის იდეა საქართველოში?16:00 ხომ არ დაზარალდა კინოსტუდია "ქართული ფილმი" კინოცენტრის შექმნით?17:53 კინოგაქირავების ბედი კინოცენტრის შექმნის შემდეგ19:57 უნდა დააფინანსოს თუ არა კინოცენტრმა მარტო საავტორო კინო? 23:25 უნდა დააფინანსოს თუ არა კინოცენტრმა სერიალები?25:55 არის თუ არა იდეოლოგიური კინოს გაჩენის საშიშროება?29:39 გაამართლა თუ არა წლების გადასახედიდან კინოცენტრმა და გასაახლებლელია თუ არ კანონი კინოს შესახებ?31:25 დაკარგა თუ არა ქართულმა კინომ მაყურებელი?32:50 შეჯამება

  • კინოცენტრის მიერ სერიალების კონკურსის გამოცხადებასა და დაფინასებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ბიუჯეტის სიმცირისა და შეზღუდული ვადების გარდა, კინოპროფესინალებს კითხვა გაუჩნდათ, რომელიც ალბათ ყველა მოქალაქეს ეხება: უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ სერიალები?

    დირექციაში ჩვენი სტუმარია კინოდოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია.

    მარიამ ჭაჭია დოკუმენტალისტთა ასოციაციის "დოკა" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასოციაციამ საჯარო წერილი გაავრცელა, სადაც რამდენიმე მოსაზრება და გულისტკივილი გამოთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

    შემოქმედებით ევროპის პროგრამის შესაძლო დახურვასთან და პარლამენტში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებითაც გვესაუბრა მარიამი.

    ასევე მარიამ ჭაჭიამ ნიკ ვოიგთან ერთად დაასრულა დოკუმენტური ფილმი "ჯადოსნური მთა" და ფილმის წარმოებისა და საფესტივალო ცხოვრებაზე ვკითხეთ.

    00:00 - შესავალი

    01:03 - დოკუმენტალისტების წერილის შესახებ

    04:17 - რა იყო კონკურსის ჩატარების დროს მთვარი დარღვევა?

    05:53 - კიდევ რა პროცედურები დაირღვა?

    07:23 - ზოგადად რამდენად ობიექტურად ტარდება კონკურსები?

    07:55 - უნდა დაავალოს თუ არა სამინისტრომ კინოცენტრს კონკურსის ჩატარება?

    08:13 - გაეზრდება თუ არა კინოცენტრს ბიუჯეტი?

    10:15 - შეიძლება თუ არა თანხის სიმცირის გამო სხვა კონკურსები აღარ ჩატარდეს?

    12:22 - პროცედურებისა და რეგულაციების გაურკვევლობა ხშირად დამატებით წუხილის იწვევს

    13:54 - კონკურსის ვადების სიმცირის შესახებ

    15:06 - კონკურსის თემების შესახებ

    17:25 - სწორია თუ არა სადისტრიბუციო არხების კინოწარმოებაში ჩართვა?

    18:24 - ხომ არ პირებთ დამატებით შეხვედრების გამართვას?

    20:16 - კრეატიული ევროპის პროგრამისა და პარლამენტის მიმართ განცხადების შესახებ?

    23:34 - დოკუმენტური ფილმის “ჯადოსნური მთა” ტრეილერი

    24:05 - ორიოდე სიტყვით ფილმის შესახებ

    24:33 - ხომ არ შეიცვალა წარმოების პროცესში ფილმის იდეა?

    29:02 - როდის შეძლებს ქართველი მაყურებელი ფილმის ნახვას?

    29:14 - ფილმის საფესტივალო ცხოვრების შესახებ

    30:37 - შეჯამება

  • შემოქმედებითი ევროპის პროგრამას - Creative Europe Georgia - დახურვა ემუქრება თუ არ იქნა ცვლილებები შეტანილი კანონში. არა მარტო საქართველოს შემოქმედებითად აქტიურმა ადამიანებმა შეიძლება დაფინანსება დაკარგონ, არამედ შესაძლებელია საქართველოს ევროპული პერსპექტივა კითხვის ქვეშ დადგეს, რადგან ამ ცვლილებების მიღება ასევე 12 პუნქტიანი გეგმის ნაწილია. 2023 წლის 24 თებერვალს კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს პარლამენტს ცვლილებების დაჩქარების შესახებ. წერილს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე https://docs.google.com/document/d/157NJ9fZgfykRtyjOOeKi2h5NHaO845rzgQkSLl_KsF0/mobilebasic
    Creative Europe Georgia - https://www.facebook.com/creativeeuropege შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის მედია კოორდინატორი და კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე საუბრობს შემოქმედებითი ევროპის პროგრამებზე და მისი დაკარვის საშიშროებაზე.
    00:00 - შესავალი
    00:46 - რა არის კრეატიული ევროპა?
    05:08 - როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება და აუცილებელია თუ არა უცხოელი პატრნიორი?
    07:07 - რა სახის დაფინანსებას გასცემს ფონდი?
    07:32 - რა რაოდენობის საწევროს იხდის ქვეყანა პროგრამაში მონაწილეობისთვის?
    09:10 - როგორ ხდება პროექტების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები
    11:12 - საქართველოს დესკის ძირითადი საქმიანობა
    13:34 - რა მედია პროგრამებზე აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქეებს?
    15:57 - რატომ არ აფინანსებს პროგრამა კინო წარმოებას?
    17:16 - რა ვალდებულებები უნდა შეასრულოს ქვეყანამ რომ პროგრამაში დარჩეს?
    19:41 - რა ეტაპზეა ცვლილებების მიღება კანონში?
    21:37 - შესაძლებელია თუ არა ქვეყნისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება?
    22:29 - რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შენარჩუნება ქვეყნისთვის და კინო ინდუსტრიისთვის
    23:33 - დაკავშირებულია თუ არა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან კანონის ცვლილებების მიღება?
    25:03 - შეუძლია თუ არა შემეცნებით პოდკასტებს დაფინასების მიღება?
    26:12 - შეჯამება

  • 13 წლის მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა კინორეჟისორი ვახო ჯაჯანაძე თავის მომავალს ვეღარ ხედავს კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
    ფეისბუკის პოსტით ყოფილ კოლეგებსა და საზოგადოებას უნივერსიტეტისა და ქართული კინოს პრობლემებზე სასაუბროდ იწვევს.
    00:00 - შესავალი
    00:30 - წარდგენა
    01:15 - რას ემსახურებოდა თქვენი პოსტი?
    04:01 - პიროვნული დაპირისპირება თუ სისტემური პრობლემა
    05:45 - რატომ მიმართეთ საჯაროდ?
    07:08 - ჩამორჩენილია თუ არა თეატრალური ტექნოლოგიურ პროცესებს?
    08:52 - შეუძლია თუ არა გარედან მოსულ რეჟისორს ჯგუფის აყვანა?
    09:36 - სახელოვნებო ინსტიტუტების მწირი დაფინანსების შესახებ
    13:19 - უნივერსიტეტიდან წამოსვლის ძირითადი მიზეზი
    16:59 - ახალი მხატვრული ფილმის წარმოებისა და დასრულების შესახებ
    18:21 - ახალი ქართული კინოსა და ტენდენციების შესახებ
    21:57 - შეჯამება

  • კინოს მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი ლევან გელაშვილი მოგვითხრობს მის მიერ გამოცემულ ახალი წიგნის "საქართველოს კინოთეატრები. 1920-1990წწ ქრონიკები" შესახებ00:00 - შესავალი00:46 - რა იყო წიგნის "საქართველოს კინოთეატრები. 20-90 წლების ქრონიკები" შექმნის მიზანი?04:04 - რა პერიოდებს მოიცავს წიგნი?06:17 - რა იყო კინოთეატრების რეპერტუარი?09:50 - ტაპიორების მუშაობის შესახებ10:49 - კინოთეატრების მუშაობა დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს11:12 - საბჭოთა იდეოლოგია და კინოთეატრები11:51 - კინოთეატრი, როგორც ახალი საბჭოთა ეკლესია12:37 - გასული საუკუნის 20-იანი წლების კინოს სარიტუალო გააზრება13:58 - იყო თუ არა კინოთეატრების აუდიტორია სეგმენტირებული და როგორი იყო ბილეთების ფასწარმოქმნა?17:14 - კინოთეატრების საქველმოქმედო საქმიანობა საბჭოთა პერიოდში17:59 - თბილისის კინოთეატრები მე-20 საუკუნის 30-90-იან წლებში18:32 - პირველი კინომექანიკოსების სწავლისა და გადამზადების შესახებ18:52 - როგორ ხდებოდა ფილმების მიწოდება კინოთეატრებისთვის20:45 - რა ტიპიური პროექტები მუშაობდა კინოთეატრების საქმიანობაში21:31 - კინოთეატრების განლაგების საბჭოთა სტანდარტების შესახებ22:36 - კინოთეატრების რაოდენობის ზრდა თბილისში და რეგიონებში23:30 - პირველი სტერეო კინოთეატრის მშენებლობა საბჭოთა კავშირში24:26 - რამდენი კინოთეატრი იყო საქართველოში?26:08 - კინოთეატრების ეპოქის დასასრული27:23 - რამდენი მაყურებელი დადიოდა კინოთეატრში?28:14 - კინოთეატრი აღარ არის თავშეყრის ეპიცენტრი28:31 - კინოთეატრ "რუსთაველისა" და "აპოლოს" ბედის შესახებ30:06 - შეჯამება წიგნში წარმოდგენილია პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები და ცნობები კინოთეატრების შესახებ, რომლებიც 1920-1990 წლებში ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. აღსანიშნავია, რომ კრებულში შესულია როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი ჟურნალ-გაზეთების („Вечерний Тбилиси“, „Молодой сталинец“, „Молодежь Грузии“, „Советская Абхазия“, „Заря Востока“, „архитектура СССР“) მასალები. ეს არის პირველი ცდა კინოთეატრების შესახებ ჟურნალებსა და გაზეთებში გაბნეული მრავალფეროვანი ცნობების ერთ წიგნად გამოცემისა, რომელიც კინოთეატრების ისტორიის მიმოხილვით-პანორამულ სურათს ქმნის. წიგნში ასევე წარმოდგენილია დადგენილებები, საარქივო ცნობები და სახელმწიფო არქივში დაცული საქართველოს კინოთეატრების ფოტოები, რომლებიც პირველად ქვეყნდება. გარდა ამისა, კრებულში შესულია კინოთეატრების თემაზე იუმორი, ფელეტონები და ლექსები.

  • რას საქმიანობს ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა გაერთიანება "სინექსპრესი", როგორ გეგმავენ მუნიციპალურ კინოთეატრის გახსნას და რას ფიქრობენ თანამედროვე ქართულ კინოსა და კინოპოლიტიკაზე?სტუმარი "სინექსპრესის" წარმომადგენელი, კინოკრიტიკოსი და კულტურის მკვლევარი ალექსანდრე გაბელია.პრომო: 00:10 - 00:401. წარდგენა 00:40 - 2:332. სინექსპრესის პლატფორმის შესახებ 2:33 - 6:003. რა ფასეულებების გარშემო გაერთიანდა სინექსპრესის ჯგუფი 6:00 - 9:004. როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ 9:00 - 9:275. კინოცენტრის მიერ თანხის გადაცემის პოლიტიკის შესახებ 9:27 - 12:156. ალტერნატიული წყაროებიდან სინექსპრესის დაფინანსების მოძიება 12:15 - 14:177. სინექსპრესის ელექტრონული გამოცმებისა და ჟურნალების შესახებ 14:17 - 15:498. სინექსპრესის კინო ჩვენებებისა და მუნიციპალური კინოთეატრის შესახებ- 15:49 - 19:389. კინოსახლში ჩვენებების პროგრამის შესახებ 19:38 - 20:4310. არსებობს თუ არა მუნიციპალური კინოთეატრის პროექტი? 20:43 - 22:2511. რა ღირს მუნიციპალური კინოს შენახვა? 22:25 - 22:5512. უნდა დააფინანსოს თუ არა სახელწიფომ მუნიციპალური ან ნიშური კინოთეატრები? 22:55 - 25:42 13. რატომ უნდა დაფინასდეს სინექსპრესი? 25:42 - 28:1714. კომუნიკაციები სხვა საინიციატივო ჯგუფებთან? 28:17 - 30:2115. რატომ გადაწყვიტეს სინექსპრესის ჯგუფის წევრებმა ფილმების გადაღება 30:21 - 32:4616. რა პრინციპები აქვთ საერთო სინექსპრესის ჯგუფის წევრების მიერ გადაღებულ ფილმებს? 32:46- 34:0517. კინო - სამომხარებლო ხელოვნება არ არის 34:05 - 34:5218. შეჯამება 34:52 - 35:56

  • სტუმარი კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროდიუსერი ნიკა აბრამიშვილი 

    1.  წარდგენა 

    2. რა ეტაპზეა კინოდარბაზის აღდგენა 

    3. მომავალი კინოდარბაზის ტექნიკური დეტალები 

    4. კინოდარბაზის მენეჯმენტი, კონტრაქტი დამქირავებელთან და პოზიციონირება 

    5. კინოაკადემიაში გაწევრიანების წესები: ძველი და ახალი წევრები 

    6. კინოაკადემიის ახალი ფუნქციები თანამედროვე კინო ინდუსტრიაში 

    7. კინოაკადემიის საწევრო გადასახადისა და დახმარებების შესახებ 8

    . კინოაკადემიის წევრებისთვის ვარსკვლავების გახსნა 

    9. შეჯამება

  • სტუმარი კინო ფოტო ფონო დოკუმენტების ცენტრალური  არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე  

    1. რა სპეციფიკაა კინო ფოტო ფონო დოკუმენტების არქივის მუშაობაში? 

    2. რამდენი ფირის რესტავრაცია მოხდა ბოლო წლებში? 

    3. მომავალში რა არის დაგაგმილია ამ მიმართულებით?  

    4. როგორი დასწრებაა გარესტავრირებულ ფილმების ჩვენებებზე? 

    5. შესაძლებელია თუ არა კერძო პირებმა მიმართონ თავისი კოლექციებით (ფირი, ვიდეო)? 

    6. რა სტადიაზეა ახალი საცავის პროექტი? 

    7. არქივის კინოთეატრის მუშაობის სპეციფიკა 

    8. საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის შესახებ 

    9. უნდა არსებობდეს თუ არა საარქივო გაიდ-ლაინები კონტენტის შემქმნელებისთვის?

  • ბერლინის 2023 წლის, რიგით 73-ე საერთშორისო კინოსფესტივალის მოკლე მიმოხილვა.  

    სტუმარი: ონლაინ ჟურნალ "ლიტაგორას" @litagora  დამფუძნებელილი და რედაქტორი, კინომიმომხილველი დათო ლობჟანიძე  წამყვანი ლევან შუბაშვილი  

    თემები:  

    1. საკონკურსო და პარალელური პროგრამის მოკლე მიმოხილვა. 

    2. წლევნადელი ფესტივალის ფილმების თემატიკა. 

    3. კინოკრისტიკოსთა შეფასება. 

    4. ფესტივალის პოლიტიკური ნაწილი (ფოკუსში: უკრაინა და ირანი)